“უფრო ახლოს ევროკავშირთან”

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო ჯან მონეს პროექტის განხორციელება 2023 წლის 2 ოქტომბრიდან.

პროექტის სახელწოდებაა “უფრო ახლოს ევროკავშირთან”. პროექტით გათვალისწინებულია ა.ა.რ-ში ევროკავშირის სამართალში ცნობიერების ამაღლება, ევროკავშირის კონკურენციისა და მომხმარებელთა სამართლის გაძლიერებული სწავლება და კვლევა, საზაფხულო სკოლების, ტრენინგების და საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება და ევროკავშირის კონკურენციის სამართალში სახელმძღვანელოს გამოცემა.

პროექტი გრძელდება სამი წელი, 2023-2026 წ.